„არსენალი“ ისკოს ტრანსფერსაც განიხილავს
Defensacentral-ის ინფორმაციით, ლონდონის „არსენალს“ მარტინ ოდეგორის გადაბირება ძალიან სურს, მაგრამ თუ ნორვეგიელის ტრანსფერი ვერ შედგება, არსებობს გეგმა „ბ“, რომლის მიხედვითაც, „მეთოფეები“ ისკო ალარკონს დაუმიზნებენ...
ინგლისური კლუბი ტიპიურ „10“-იანს ეძებს და თვლის, რომ მადრიდის „რეალს“ შესანიშნავი კანდიდატურები ჰყავს.
ამ ეტაპზე როგორც ოდეგორის, ასევე ისკოს მადრიდული მომავალი ბუნდოვანია, აქედან გამომდინარე, შეთანხმება სავსებით შესაძლებელია.
ოდეგორის ასაკიდან და პერსპექტივიდან გამომდინარე, პერესი მასში 50 მილიონს ითხოვს, ხოლო ისკოს დამატება ლონდონელებს 20-22 მილიონი დაუჯდებათ.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
- 28 ივლისი 2021
- 631
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.