„რეალი“ კიდევ 70-80 მილიონის მიღებას აპირებს
რაფაელ ვარანის გაყიდვის სანაცვლოდ მადრიდის „რეალმა“ 50 მილიონი ევრო მიიღო, თუმცა ფლორენტინო პერესი გეგმავს, რომ აგვისტოს ბოლომდე გუნდმა კიდევ 70-80 მილიონი მიიღოს...
განიხილება რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვის პერსპექტივა, მათ შორის არიან ალვარო ოდრიოზოლა, ხესუს ვალიეხო, ისკო ალარკონი, მარტინ ოდეგორი, მარიანო დიასი და ლუკა იოვიჩი.
ოდეგორთან დაკავშირებით პერესს დიდი გეგმები აქვს. ფლორეტინოს მიაჩნია, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელის გაყიდვა 50 მილიონად არის შესაძლებელი.
რაც შეეხება ალვარო ოდრიოზოლას, მისით რამდენიმე კლუბი ინტერესდება, თუმცა მეტწილად მსურველები იჯარას განიხილავენ, რაც „ბლანკოსის“ გეგმებში არ შედის.
„რეალი“ მარიანო დიასსაც ყიდის, მაგრამ თავად ფეხბურთელს კლუბის დატოვება არ სურს და მასთან დაკავშირებით დიდი პრობლემებია.
ლუკა იოვიჩის და ისკოს მომავალი ბურუსით არის მოცული. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა დონის შეთავაზებებს განიხილავენ მადრიდისტები მსურველი კლუბებისგან.
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ „რეალი“ მიღებულ თანხას მთლიანად მოახმარს კილიან მბაპეს ტრანსფერს, რომლის პარიზიდან აბარგებაც უკვე საკმაოდ რეალურია.
- 28 ივლისი 2021
- 1 180
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.