წლის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი - რეალმა მბაპეს თანხა გამოყო!
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალმა“ კილიან მბაპეს სატრანსფერო თანხა გამოყო. წლის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი სერიოზულ ფაზაში გადადის...
Cadena Ser-ის ანალიტიკოსები იუწყებიან, რომ ფრანგი ფეხბურთელი სამეფო კლუბის რიგებს 152 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიაშურებს და ეს ტრანსფერი გარდაუვალია.
EL Larguero-ს ინფორმაციით, სამეფო კლუბმა თანხის მობილიზება უკვე მოახდინა და „პსჟ“-სთან მორიგი ოფიციალური დიალოგისთვის ემზადება, რომელიც ამ კვირის ბოლომდე უნდა შეხვდეს.
აღნიშნულის პარარელურად, კილიანი პარიზულ კლუბს მკვეთრად უფიქსირებს, რომ ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერა არ სურს და მისი მიზანი წასვლაა.
ესპანური გამოცემების ცნობით, მბაპე „რეალთან“ ახლა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.
- 28 ივლისი 2021
- 4 071
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.