პედრეროლი:„ვარანის წასვლა გარდაუვალი იყო“
ხოსეპ პედრეროლის თქმით, მადრიდის „რეალს“ რაფაელ ვარანის გაშვება არ სურდა, მაგრამ ფრანგის წასვლა გარდაუვალი იყო...
„ვარანის წასვლა გარდაუვალი იყო. მადრიდის „რეალმა“ დაცვის ლიდერს აპრილის თვიდან მოყოლებული 3-ჯერ შესთავაზა კონტრაქტის განახლება, მაგრამ უარი მიიღო.“
„მე ვფიქრობ, რომ ფრანგი ფეხბურთელის რეალური ფასი 50 მილიონ ევროს აღემატება, თუმცა ციფრების შემცირება არსებულმა ხელშეკრულებამ განაპირობა.“
„რამოსის შემდეგ ვარანის წასვლა ანჩელოტის გუნდის დაცვას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ვფიქრობ, პერესი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს და გუნდის უკანა ხაზს გააძლიერებს.“
- 27 ივლისი 2021
- 1 034
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.