ანჩელოტიმ სესიები განაახლა
კარლო ანჩელოტიმ „რეინჯერსთან“ დაპირისპირების შემდეგ სესიები განაახლა. იტალიელმა სპეციალისტმა დღეს სრულფასოვანი ვარჯიში გამართა. აღსანიშნავია, რომ დადებითი სამედიცინო დასკვნის შემდეგ კოლექტივს ვალვერდე, კურტუა და ედენ აზარი შეუერთდნენ.
გახურების შემდეგ სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის კონტროლს, პრესინგს, კარში დარტყმების კომპონენტს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
მარიანო დიასმა, დანიელ კარვახალმა და ფერლან მენდიმ სატრენაჟორო დარბაზში, განსხვავებული პროგრამით ივარჯიშეს.
ლუკა მოდრიჩი, ბეილი, ალაბა და კროოსი ინტენსიურ რეჟიმში გადადიან, ხოლო რაფაელ ვარანს შეკრებაში მონაწილეობა არ მიუღია, ვინაიდან ის მანჩესტერ „იუნაიტედის“ რიგებს უერთდება.
- 27 ივლისი 2021
- 540
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.