მინო რაიოლამ „რეალს“ პოგბა ბოლოჯერ შესთავაზა
ესპანური და ბრიტანული გამოცემების ცნობით, პოლ პოგბას აგენტი, მინო რაიოლა მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და ფრანგი ნახევარმცველის დამატება საბოლოოდ შესთავაზა.
რაიოლა მზადყოფნას გამოთქვამს, მაქსიმუმი გაიღოს პოგბას მადრიდში გადასაყვანად, თუმცა ფლორენტინო პერესს პოზიცია შეცვლილი აქვს და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონის დამატებას არ აპირებს.
ზინედინ ზიდანის მთავარი მწვრთნელობის პირობებში, პერესი პოგბას ვარიანტს კიდევ ერთხელ აუცილებლად განიხილავდა, მაგრამ ახლა ვითარება შეცვლილია.
კარლო ანჩელოტი გათვლას კროოსზე, მოდრიჩზე, ვალვერდეზე, კაზემიროზე, ისკოზე და სხვა მოთამაშეებზე აპირებს და პოგბას ადგილს გუნდში ვეღარ ხედავს.
„რეალის“ მთელი ყურადღება კილიან მბაპეს ტრანსფერზეა გატანილი, აქედან გამომდინარე, გუნდი პოგბას სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს გადახდაზეც უარს აცხადებს.
- 27 ივლისი 2021
- 994
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.