ვალდანო:„„რეალს“ ასეთ შემადგენლობით ლა ლიგისთვის ბრძოლის შანსი არ ექნება“
ხორხე ვალდანოს აზრით, ლა ლიგის ლიდერები ძლიერდებიან, მადრიდის „რეალი“ კი სუსტდება, რაც „ბლანკოსს“ ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას არ მისცემს.
„ჩვენ ვუყურებთ „ბარსელონას“, რომელმაც რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი განახორციელა და შეტევითი ხაზის რესურსი გააორმაგა. კატალონიელები აშკარად აქტიურობენ და ცდილობენ, რომ მომდევნო სეზონს მოწოდების სიმაღლეზე შეხვდნენ.“
„იგივეს თქმა შეიძლება „ატლეტიკოზეც“, რომელმაც რამდენიმე ტრანსფერი უკვე გაჩარხა, ასევე ძალიან აქტიურად მუშაობს ანტუან გრიზმანის დაბრუნებასა და სხვა ტრანსფერებზე. ფაქტია, რომ გუნდებმა გაძლიერებაზე ზრუნვა დაიწყეს.“
„ყოველივე ზემოაღნიშნულის პარარელურად რას ვხედავთ „რეალში“? გუნდი ფეხბურთელებს მხოლოდ უშვებს და არავის იმატებს. მხოლოდ დავიდ ალაბას დამატება ძირეულად ვერაფერს შეცვლის და „მერენგებს“ ლა ლიგის მოგებისთვის ბრძოლა გაუჭირდებათ.“
„კოვიდ 19-ის გამო ეკონომიკური კრიზისი ბევრ გუნდშია, მათ შორის „ბარსელონასა“ და „როხიბლანკოშიც“, თუმცა ფაქტია, რომ ეს გუნდები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობენ, „რეალი“ კი უპრეცენდენტო პასიურობას იჩენს.“
- 27 ივლისი 2021
- 1 046
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.