ანჩელოტი მიიჩნევს, რომ BBH იდეალურად შეუტევს!
კარლო ანჩელოტი მომდევნო სეზონს ოპტიმისტურად უყურებს და თვლის, რომ მადრიდის „რეალს“ კილიან მბაპეს ვერდამატების შემთხვევაში შეტევაში პრობლემები მაინც არ ექნება...
იტალიელ სპეციალისტს „BBH“-ის ტრიოს იმედი აქვს. კარლიტოს აზრით, ბეილი, ბენზემა და აზარი იდეალურად შეუტევენ და აუცილებლად მოახერხებენ ერთმანეთთან ნორმალურ კოლაბორაციას.
დიახ, ბეილი ინერტულია და ძველი გარეთის აჩრდილს ჰგავს, თუმცა ასეა თუ ისე გასულ სეზონში უელსელმა „ტოტენჰემის“ რიგებში 16 გოლის გატანა და რამდენიმე საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
ანჩელოტი თვლის, რომ გარეთს სპეციალური მიდგომა სჭირდება, რომელიც სწორედ მას აქვს. კარლოს საკუთარი ავტორიტეტის იმედი აქვს და სჯერა, რომ ბეილი მასთან ერთად პროდუქტიულად იმუშავებს.
ამას ემატება ბენზემასთან მრავალწლიანი თამაშის გამოცდილება. ბეილი 2013 წლიდან მოყოლებული გამოდის კარიმის გვერდით და ზუსტად იცის, როდის რა უნდა გააკეთოს ფრანგ ფეხბურთელთან იდეალური დუეტის შესაქმნელად.
ზემოაღნიშნულ ფეხბურთელებს ემატებიან ბრაზილიელი ახალგაზრდები ვინისიუს ჟუნიორისა და როდრიგო გოეშის შემადგენლობით. კოლექტივში ასევე მალე დაბრუნდება მარკო ასენსიოც.
როგორც სჩანს, ანჩელოტის დიდი გეგმები აქვს წინა ხაზთან დაკაშირებით, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.
- 27 ივლისი 2021
- 1 676
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.