რეალი მზად არის ჟერარდში 20 მლნ. გადაიხადოს
The Times-ის ცნობით მადრიდის რეალი მზად არის გადაიხადოს 20 მლნ. ფუნტი ლივერპულის კაპიტანში.
სმეფო კლუბი უკვე რამდენიმე თვეა ინტერესდება ინგლისელი ნახევარმცველით და ეს ტრანსფერი არც ისე არარეალურია, რადგან ლივერპულში ძალიან ბევრი პრობლემაა. კლუბი ვალებშია ჩაფლული, გუნდმა პრემიერ ლიგაში მეშვიდე ადგილი დაიკავა, ხოლო მწვრთნელი ინტერში წავიდა. ეს ფაქტორები აიძულებს ჯერარდს დაფიქრდეს საკუთარ მომავალზე.
მადრიდის რეალის მწვრთნელს კი ძალიან მოსწონს ჯერარდი და ის უკვე ცდილობდა მის შეძენას, როდესაც ჩელსის ხელმძღვანელობდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ანხელ დი მარიას შემდეგ ფლორენტინო პერესის შენაძენი ლივერპულის კაპიტანი იქნება.
- 29 ივნისი 2010
- 2 784
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.