სპორტინგი მზად არის დრენტე იჯარით წაიყვანოს
ლისაბონის სპორტინგის სპორტულმა დირექტორმა კოშტინიომ გამოთქვა დაინტერესება მადრიდის რეალის ნახევარმცველის როისტენ დრენტეს მიმართ, პორტუგალიური კლუბი მზად არის ჰოლანდიელი იჯარით წაიყვანოს.
პორტუგალიური გამომცემლობის თქმით მოლაპარაკებები კლუბებს შორის ისე პროდუქტიულად მიმდინარეობს, რომ მათ შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და მხოლოდ ფეხბურთელის თანხმობა არის საჭირო ტრანსფერის დასასრულებლად.
ამ ინფორმაციას უარყოფს სამეფო კლუბი, მათი თქმით რეალი ყველა ფეხბურთელს წაიყვანს წინა სასეზონო მზადებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს ვის გაუშვებს და ვის დატოვებს.
- 29 ივნისი 2010
- 2 547
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.