Le10Sport - „რეალში“ ლაუტაროს ტრანსფერს აღარ განიხილავენ

Le10Sport-ის ინფორმაციით, ლაუტარო მარტინესის ირგვლივ გავრცელებული არაერთი ჭორი უსაფუძვლო აღმოჩნდა. მადრიდის „რეალის“ დღის წესრიგში „ინტერის“ წინახაზელი აღარ არის.

გარდა „რეალისა“ ლაუტაროს მიმართ ინტერესს „ბარსელონა“ და „ატლეტიკოც“ იჩენდნენ, მაგრამ როგორც სჩანს, ფეხბურთელი ლა ლიგაში არ ითამაშებს.

დიეგო სიმეონე მთლიანად გადაერთო ანტუან გრიზმანის დაბრუნებაზე და ლაუტაროზე აღარ მუშაობს, „ბარსელონას“ კი სხვა გეზი აქვს აღებული.

მადრიდის „რეალში“ თანხების სრული მობილიზება კილიან მბაპეს ტრანსფერის უზრუნველსაყოფად ხდება. პერესი მიიჩნევს, რომ წინა ხაზში ფრანგის დამატება ყველა პრობლემას მოაგვარებს და ლაუტაროს დამატება საჭირო აღარ იქნება.

  • Ramos
  • 25 ივლისი 2021
  • 672
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (73)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)