პერესი ისკოს „სევილიაში“ არ გაუშვებს
ანდალუსიური „სევილია“ ისკო ალარკონის მიმართ ინტერესს კვლავ გამოხატავს, თუმცა ფლორენტინო პერესი ამ გუნდზე გაბრაზებულია.
ჯულს კუნდესთან მიმართებით „ბლანკოსს“ სერიოზული მოლაპარაკებები ჰქონდა, თუმცა „სევილიელთა“ მხრიდან არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა დათმობისკენ.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ფრანგი ფეხბურთელის სთხოვდა საკუთარ კლუბს „რეალთან“ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას, ლოპეტეგის ხელმძღვანელობამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.
ახლა შემხვედრ ნაბიჯს პერესი დგამს და ისკოს ანდალუსიაში გაშვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.
ანჩელოტის ალარკონის კონდიციები მოსწონს და საერთოდ არ არის გამორიცხული, მოთამაშე მომდევნო სეზონშიც „მერენგების“ რიგებში ვიხილოთ, თუმცა წასვლის შემთხვევაში მისი მომდევნო კლუბი „სევილია“ არცერთ ვარიანტში არ იქნება.
- 25 ივლისი 2021
- 687
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.