„რეალი“ ლეგენდარულ სტადიონზე ბრუნდება
„Ibrox Stadium“-ლეგენდარული არენა, რომელზეც „ბლანკოსმაც“ დიდი წარმატება დააფიქსირა. კარლო ანჩელოტის გუნდი გლაზგოში ბრუნდება.
1963/64 წლებში ლეგენდარული პუშკაშის გოლის წყალობით მადრიდის „რეალმა“ სწორედ ამ სტადიონზე ევროპული თასი მოიგო. 50 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც „რეალმა“ ამ სტადიონზე ითამაშა, ახლა კი დაბრუნება უწევს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ არენაზე არაერთი რეკორდი დამყარებულა. მსოფლიო ისტორიისთვის დაუვიწყარია 1939 წლის მატჩი „რეინჯერსსა“ და „სელტიკს“ შორის, რომელსაც 118 567 ქომაგი დაესწრო.
ამ ეტაპზე „Ibrox Stadium“-ზე 50 000-ზე ცოტა მეტი მაყურებელი ეტევა, თუმცა სამეფო კლუბთან დაპირისპირებას 12 750-მდე ქომაგი დაესწრება.
- 25 ივლისი 2021
- 885
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.