„რეალმა“ გორეტსკას ის ხელფასი შესთავაზა, რასაც ფეხბურთელი მიუნხენში ითხოვდა
ლეონ გორეტსკა მიუნხენის „ბაიერნში“ ხელფასის სახით 10 მილიონი ევროს მიღებას ითხოვდა, თუმცა უარი მიიღო და ახალ კონტრაქტზეც ვერ მიაღწია შეთანხმებას...
ფლორენტინო პერესი მზად არის, გერმანელ ფეხბურთელს ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილოს, თუ ის 2022 წლის ზაფხულს სამეფო კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
„ბლანკოსი“ გორეტსკას 5 წლიან კონტრაქტს სთავაზობს, სადაც მისი ხელფასი ჯამურად 50 მილიონი ევრო იქნება. პერესი თვლის, რომ ლეონის დონის ფეხბურთელის დამატება და სუფთა ხარჯის მხრივ მხოლოდ 50 მილიონი ევროს განსაზღვრა შესანიშნავია.
გორეტსკას სატრანსფერო ფასი ახლაც კი 50 მილიონს აღემატება, მისი უფასოდ დამატება კი რა თქმა უნდა ძალიან მომგებიანი იქნება.
- 24 ივლისი 2021
- 906
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.