სალაჰი „რეალში“, აზარი „ლივერპულში“ - მადრიდელებმა ოფიციალური შეთავაზება გაამზადეს
ესპანური და ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ დღის წესრიგში მუჰამედ სალაჰი დაბრუნდა, რომელიც კარლო ანჩელოტის სიმპატიებით სარგებლობს...
ეგვიპტელ ფეხბურთელს იურგენ კლოპთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს და რამდენიმე თვის წინ განაცხადა კიდეც, რომ წასვლას არ გამორიცხავს.
ფლორენტინო პერესს მუჰამედის მცირე ფასად შეძენის არ სჯერა, ამიტომ ტრანსფერში ედენ აზარის ჩართვა სურს, რომელსაც პრემიერლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს.
„რეალი“ ოფიციალურ წინადადებას ამზადებს, რომლის მიხედვითაც, „ლივერპული“ სალაჰის სანაცვლოდ ედენ აზარს და 40 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა საწყის ეტაპზე მერსისაიდელთა ანგარიშზე 25 მილიონი ჩაირიცხება, ხოლო დანარჩენი 15 მილიონი 2022 წლის მარტის ბოლომდე.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რას ფიქრობენ ლივერპულში ამ წინადადებაზე.
- 24 ივლისი 2021
- 1 696
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.