კიელინიმ „რეალს“ მოსაფიქრებლად 3 დღე მისცა
იტალიური გამოცემების ცნობით, ჯორჯო კიელინიმ მადრიდის „რეალს“ 3 დღიანი ვადა მისცა. თუ იტალიელი შეთავაზებას ოფიციალური სახით არ მიიღებს, ან „იუვენტუსთან“ გააფორმებს 1 წლიან კონტრაქტს, ან სხვა მსურველებთან მოაგვარებს ურთიერთობებს...
ევროპის ჩემპიონს ანჩელოტისთან მუშაობის პერსპექტივა ხიბლავს, თუმცა ფლორენტინო პერესი უკანახაზელის დამატების კატეგორიული წინააღმდეგია.
იტალიური გამოცემების ცნობით, ჯორჯო მომდევნო 3 დღის განმავლობაში „ბლანკოსს“ დაელოდება, ხოლო შესაბამისი რეაგირების ვერმიღების შემთხვევაში სხვა მიმართულებით იმუშავებს.
ახლა ანჩელოტის სულ ცოტა დრო რჩება იმისათვის, რომ პრეზიდენტის დარწმუნება მოახერხოს.
- 24 ივლისი 2021
- 775
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.