4 სუპერ ტრანსფერი მადრიდის „რეალში“
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს საკმაოდ სიანტერესო გეგმები აქვს...
კილიან მბაპე, ლეონ გორეტსკა, ერლინგ ჰოლანდი და ედუარდო კამავინგა - პერესს ოთხივე მოთამაშე სურს და თვლის, რომ გეგმის განხორცილების შემთხვევაში „რეალის“ დანახარჯი მინიმალური იქნება.
ზემოაღნიშნული 4 ფეხბურთელიდან სამს 1 წელიწადში საკუთარ კლუბებთან კონტრაქტები ეწურებათ, „ბლანკოსს“ კი მათი დამატება უფასოდ შეეძლება.
მბაპესთან დაკაშირებით სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მისი უფასოდ დამატების არავის სჯერა, თუმცა ფაქტი და გარემოება კონტრაქტის ამოწურვასთან დაკავშირებით მალე სახეზე დადგება.
ჰოლანდისა და „დორტმუნდის“ შეთანხმებაში კი დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მსურველ კლუბს ნორვეგიელი ფეხბურთელის დამატება 2022 წლიდან 75 მილიონ ევროდ შეეძლება.
იდეალურ ვარიანტში ოთხი ტოპ ფეხბურთელის დამატება „რეალისთვის“ 75 მილიონიან ხარჯს დაუკავშირდება, თუმცა ეს შეთანხმებები საკმაოდ რთული იქნება.
- 22 ივლისი 2021
- 6 386
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.