ანჩელოტი კიელინის „რეალში“ ტრანსფერს პირადად ხელმძღვანელობს
იტალიური გამოცემების ცნობით, ჯორჯო კიელინის „რეალში“ ტრანსფერს კარლო ანჩელოტი პირადად ხელმძღვანელობს. იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ჯორჯოს უფასოდ დამატება იდეალური ვარიანტია...
კიელინის გარდა, კარლოს ძალიან მოსწონს „იუვენტუსის“ კიდევ ერთი მცველი მატის დე ლიხტი, მაგრამ იმასაც კარგად აცნობიერებს, რომ ნიდერლანდელის შეძენა მნიშვნელოვან დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, ამიტომ კიელინის ვარიანტი გაცილებით მარტივია.
„ბლანკოსს“ შეუძლია ევროპის ჩემპიონი უფასოდ დაიმატოს და მისი გამოცდილება მომდევნო სეზონში გამოიყენოს.
მართალია, ჯორჯო ასაკშია და მასზე სრული დაყრდნობა ვერ განხორციელდება, თუმცა ანჩელოტის აზრით, მოთამაშე სეზონში მინიმუმ 30 დაპირისპირების გამართვას შეძლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ანჩელოტი აპირებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე და ლა ლიგის მნიშვნელოვან მატჩებში კიელინიზე დიდი გათვლა გააკეთოს, ვინაიდან მოთამაშე დიდ გამოცდილებას ფლობს.
- 18 ივლისი 2021
- 1 095
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.