დავიდ ალაბას „4“-იანი შესთავაზეს
დავიდ ალაბას მადრიდში ელოდებიან. ავსტრიელი ფეხბურთელის წარდგენა მომდევნო 48 საათის განმავლობაში არის დაგეგმილი. უკვე არსებობს დღის წესრიგი, რომელიც დავიდის გამადრიდელებას შეეხება...
უკანახაზელი სამეფო კლუბის ინფრასტრუქტურას და მუზეუმს მოინახულებს, ასევე გაეცნობა სანტიაგო ბერნაბეუზე მიმდინარე სამუშაოებს.
ამის შემდეგ დაგეგმილია შეხვედრა ფლორენტინო პერესთან და საზეიმო ვითარებაში კონტრაქტზე ხელისმოწერის ცერემონიალი.
ესპანური გამოცემების ცნობით, დავიდს 4 ნომრიანი მაისური შესთავაზებს, თუმცა მოთამაშის პოზიცია აღნიშნულ საკითხზე ჯერ-ჯერობით უცნობია.
- 18 ივლისი 2021
- 799
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.