გაბრიელ ბატისტუტა დი მარიას ტრანსფერს ეხმაურება
აწ უკვე ყოფილმა, ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, გაბრიელ ბატისტუტამ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. იგი გამოეხმაურა ანხელ დი მარიას "ბლანკოსში" ტრანსფერს. არგენტინელი ლეგენდის თქმით, დი მარიას გაუჭირდება ესპანურ ფეხბურთთან ადაპტირება...
"ესპანური ფეხბურთი ძალიან სპეციფიურია და ჩემი აზრით ახალგაზრდა ფეხბურთელები ლა ლიგის ჩემპიონატში ვერ იხვეწებიან. პრიმერა დივიზიონი ერთ-ერთი პირველია რანგით და იქ ჩამოყალიბებული ვარსკვლავები თამაშობენ, დი მარია კი ძალიან ახალგაზრდაა და ვფიქრობ მისი ისეთი დონის გუნდში გადასვლა, როგორიც სამეფო კლუბია, ცოტა ნაადრევი იყო."
"ანხელის ასაკი ჯერჯერობით არ არის ისეთი, რომ მას ამხელა ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ ტრანსფერი უკვე შემდგარია და მე მას უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ თეთრ მაისურში გამოწყობილს."
გაბრიელმა ასევე არგენტინის ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა, მისი თქმით მარადონას შეგირდებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების რეალური შანსი აქვთ.
"მარადონამ გუნდი იდეალურად განაწყო და დარწმუნებული ვარ არგენტინა უმაღლესი მიზნების მისაღწევად იბრძოლებს, ამ გუნდს მართლაც აქვს იმის ძალა, რომ გახდეს მსოფლიო ჩემპიონი. როდესაც გუნდში გყავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ლიონელ მესია, ძნელი არ იფიქრო ჩემპიონობაზე. ჩემს თანამემამულეებს წარმატებებს ვუსურვებ."
- 29 ივნისი 2010
- 2 270
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.