„მანჩესტერმა“ თანხა „პსჟ“-ს შეთავაზების შემდეგ გაზარდა
მანჩესტერ „იუნაიტედის“ ხელმძღვანელოას რაფაელ ვარანის დამატება 53 მილიონ ევროდ სურდა, ეს იყო საბოლოო თანხა, რომელსაც ინგლისური მხარე იხდიდა, თუმცა გუშინ დღის მეორე ნახევარში ბევრი რამ შეიცვალა და ცნობილი გახდა, რომ „წითლები“ 58 მილიონის გადახდასაც დათანხმდნენ...
ფრანგული გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესს „პსჟ“-მ სწორედ 58 მილიონიანი წინადადებით მიმართა და „მანჩესტერი“ იძულებული გახდა შეთავაზება კიდევ გაეზარდა.
ახლა ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ „იუნაიტედი“ ფეხბურთელში 58 მილიონს იხდის, თუმცა წინასწარ შეთანხმებას ითხოვს, რათა თავიდან რისკების აცილება მოახერხოს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ვარანის ბედი მომდევნო 72 საათში აუცილებლად გადაწყდება და ის ძალიან მაღალი ალბათობით ოლე გუნარ სულშერის კოლექტივს შეუერთდება.
- 18 ივლისი 2021
- 723
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.