ანჩელოტიმ კიდევ ერთი ვარჯიში ჩაატარა
დღეს კარლო ანჩელოტიმ გუნდი კიდევ ერთხელ შეკრიბა და სამწვრთნელო სესია გამართა...
ვარჯიშის დასაწყისში გუნდი რამდენიმა ნაწილად გაიყო და სხვადასხვა დავალება მიიღო. ფეხბურთელთა გარკვეული ჯგუფი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობს, ხოლო მეორე ჯფუფი მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშზე, ბურთთან ურთიერთობასა და ტაქტიკურ მონახაზებზე.
მენდი და მარიანო მხოლოდ სატრანაჟორო დარბაზით შემოიფარგლნენ და ბურთთან ერთად არ უვარჯიშიათ, ხოლო ლუკა იოვიჩს და როდრიგოს განსხვავებული პროგრამა ჰქონდათ.
ორშაბათიდან ანჩელოტის განკარგულებაში დავიდ ალაბა და გარეთ ბეილი იქნებიან, ხოლო ხუთშაბათიდან მოდრიჩი, ბენზემა და რაფაელ ვარანი.
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად სპეც.დავალებებს ასრულებდნენ.
კოლექტივთან ერთად არის რაულ გონსალესის რამდენიმე შეგირდიც, რომელიც ანჩელოტის დავალებებს იღებს.
- 17 ივლისი 2021
- 444
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.