რაფაელ ვარანზე პრეტენზიას 5 კლუბი აცხადებს
ფაქტობრივად დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ რაფაელ ვარანი მომდევნო სეზონში „რეალის“ ღირსებას აღარ დაიცავს. ფლორენტინო პერესმა მას ახალი, 6 წლიანი კონტრაქტის ყველა პირობა წარუდგინა, მაგრამ უკანახაზელს არც ხელფასი მოსწონს და არც სხვა ასპექტები...
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ვარანს „რეალში“ დარჩენის პერსპექტივა აღარ ხიბლავს, ამიტომ ხელმძღვანელობა იძულებულია, ის გაყიდოს.
საფრანგეთის ნაკრების ლიდერი ყველაზე მეტად მანჩესტერ „იუნაიტედს“ უკავშირდება, თუმცა ასპარეზზე არიან გამოსულები ლონდონის „ჩელსი“, „პსჟ“, „არსენალი“ და მიუნხენის „ბაიერნი“.
„რეალი“ მაქსიმალურად ეცდება, ვარანის სანაცვლოდ დიდი თანხა მიიღოს, თუმცა კონტრაქტის ვადის 1 წელიწადში ამოწურვა სიტუაციას უკიდურესად ართულებს.
მსურველმა კლუბებმა იციან, რომ რაფას ფასი რეალურად არა 45 და 50, არამედ 70 მილიონზე მეტია, თუმცა „მერენგების“ რთული სიტუაციით და არსებული ხელშეკრულებით სარგებლობა სურთ.
- 17 ივლისი 2021
- 602
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.