„რეალის“ და „სევილია“ მოლაპარაკებები ჩიხში შედის
როგორც სჩანს, ჯულს კუნდეს მადრიდის „რეალში“ გადასვლა ამ ზაფხულს ვერ მოხერხდება.
ესპანური გამოცემების ცნობით, ანდალუსიური მხარე მინიმუმ 60 მილიონ ევროს ითხოვს, „რეალის“ შეთავაზება კი 45 მილიონს არ აღემატება.
სევილიელები „ჩელსის“ მხრიდან ინტერესსაც ყურადღებით ეკიდებოდნენ, მაგრამ ინგლისური მხარეც მაქსიმუმ 45 მილიონს ჩამოდის, რაც ანდალუსიელთა ხელმძღვანელობისთვის მისაღები არ არის.
მადრიდში მიაჩნიათ, რომ 60 მილიონის გადახდა ჯულსის სანაცვლოდ სწორი ნაბიჯი არ იქნება, ამიტომ მოლაპარაკებები ჩიხში შესვლასთან ძალიან ახლოსაა.
- 17 ივლისი 2021
- 556
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.