ჯორჯო კიელინი „რეალში“? - ანჩელოტიმ გადაწყვეტილებით პერესს მიმართა
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი თვლის, რომ ჯორჯო კიელინისთვის მინიმუმ 1 წლიანი თანამშრომლობა სამეფო კლუბისთვის ძალიან ნაყოფიერი იქნება.
იტალიელი სპეციალისტის აზრით, მისი თანამემამულე ასაკის მიუხედავად განსაკუთრებულ სტაბილურობასა და კლასს აჩვენებს, რაც „ბლანკოსში“ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება.
კიელინის ტურინის „იუვენტუსთან“ მოქმედი ხელშეკრულება აღარ აქვს და მისი დამატება სავსებით მარტივად არის შესაძლებელი.
იმ შემთხვევაში, თუ ფლორენტინო პერესი თანხმობას განაცხადებს, კარლო მზად არის, ჯორჯოსთან მოლაპარაკებები პირადად აწარმოოს.
ანჩელოტის აზრით, კიელინი სეზონში მინიმუმ 30 მატჩის უმაღლეს დონეზე ჩატარებას შეძლებს და მადრიდის „რეალის“ რესურსს მნიშვნელოვნად გაზრდის.
- 17 ივლისი 2021
- 2 762
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.