ფლორენტინო პერესს „დორტმუნდთან“ სიტყვიერი შეთანხმების იმედი აქვს

ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესს „დორტმუნდის“ ხელმძღვანელობასთან სიტყვიერი შეთანხმების იმედი აქვს. BVB-ს ხელმძღვანელობა „ბლანკოსს“ რამდენიმე თვის წინ დაპირდა, რომ ჰოლანდის გაშვების შემთხვევაში, პირველ რიგში პრიორიტეტი სამეფო კლუბს მიენიჭებოდა.

„სიგნალ იდუნა პარკის“ მკვიდრები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ჰოლანდთან დაკავშირებით ყველა კითხვა მოხნსნან, თუმცა ლონდონის „ჩელსი“ იმდენად მაცდურია, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ინგლისური მხარე თავდამსხმელის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს იხდის. თავის დროზე ბორუსიელებმა ჰოლანდი გაცილებით იაფად შეიძინეს.

Defensacentral-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესის პირადად ესაუბრა „დორტმუნდის“ ხელმძღვანელობას, რათა ერლინგის ამბავი მოეკითხა და გაერკვია, რამდენად სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ჩელსისთან“.

შეგახსენებთ, ჰოლანდისა და გერმანული კლუბის კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის ზაფხულიდან მსურველ კლუბებს ერლინგის შეძენა 75 მილიონად შეეძლებათ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)