„რეალმა“ და „ბაიერნმა“ პრეტენზია დოკუზე გამოაცხადეს
ახალგაზრდა ჟერემი დოკუ, რომელმაც ევროსარბიელზეც შესანიშნავად ითამაშა და დიდ პერსპექტივას ფლობს, მადრიდის „რეალისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ ინტერესთა არეალში მოექცა.
დოკუ, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში გამოდის, განსაკუთრებული სისწრაფითა და ტექნიკური მონაცემებით გამოირჩევა, რაც მის თამაშს უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის.
19 წლის ბელგიელს „რენთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, მისი ფასი კი დაახლოებით 25 მილიონ ევროს აღწევს.
გერმანული გამოცემების ცნობით, „რეკორდმაისტერმა“ „რენს“ უკვე მიმართა, პერესმა კი საკუთარ წარმომადგენლებს მოთამაშის სიტუაციის სრულფასოვანი შესწავლა დაავალა.
- 16 ივლისი 2021
- 1 010
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.