„პსჟ“-ს გადაწყვეტილება - მბაპე რეალში ითამაშებს, თუ ეს არ მოხდება!
ფრანგული გამოცემების ცნობით, „პსჟ“-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც „რეალი“ მოუთმენლად ელის...
ალ ჰელაიფი ლოდინს აღარ აპირებს. საბოლოო შეთავაზების მიხედვით, ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში მბაპეს ეძლევა შანსი წლიურად ხელფასის სახით 40 მილიონი ევრო მიიღოს.
თუ ფრანგი წინახაზელი ამ წინადადებას არ დათანხდება, პარიზული გრანდი მეტ შეთავაზებას აღარ გააკეთებს და ფეხბურთელის გაყიდვას ხელს მოაწერს.
აღნიშნულ ვითარებას ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, რომლის მთავარი სამიზნე სწორედ ლოტინია.
- 16 ივლისი 2021
- 4 989
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.