ჰოლანდი მართლაც „ჩელსიში“ გადადის?
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ლონდონის „ჩელსი“ ერლინგ ჰოლანდს კიდევ უფრო დაუახლოვდა და ტრანსფერი უკვე ძალიან რეალურია.
მადრიდის „რეალი“ სიმშვიდეს სულ ტყუილად ინარჩუნებდა. „დორტმუნდის“ ხელმძღვანელობამ პოზიციები შეარბილა და მზად არის 120 მილიონიანი მოლაპარაკებები აწარმოოს.
„არისტოკრატები“ სწორედ აღნიშნულ თანხას იხდიან ნორვეგიელი ფორვარდის სანაცვლოდ, რამაც გერმანული კლუბი დააფიქრა.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მომდევნო 2 კვირაში ერლინგთან დაკავშირებით ბევრი რამ გახდება ცნობილი და გამორიცხული არ არის, რომ მადრიდის „რეალმაც“ იგრძნოს საფრთხე და მეტად გააქტიურდეს.
- 16 ივლისი 2021
- 991
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.