ფლორენტინო პერესს 10 მილიონს გადახდას სთავაზობდნენ
როგორც იცით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, „რეალის“ პრეზიდენტთან დაკავშირებით არა ერთი ფარული აუდიო ჩანაწერი გამოქვეყნდა.
სამეფო კლუბის ინფორმაციით, აღნიშნულის უკან დგას ჟურნალისტი ხოსე ანტონიო აბელანი, რომლის მიზანია ფლორენტინო პერესისა და ევროპის სუპერ ლიგის იდეის დისკრედიტაცია.
Onda Cero-ს ცნობით, 2011 წელს, აბელანი მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში ედუარდო ფერნანდეს დე ბლასს („რეალის“ იმჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი) შეხვდა და ფარული აუდიო მასალის განადგურების სანაცვლოდ, „ბლანკოსის“ ბოსებისგან 10 მილიონი ევრო მოითხოვა.
ამასთანავე, ხოსე ანტონიომ წლების განმავლობაში რამდენიმე ესპანურ გამოცემას შესთავაზა „თანამშრომლობა,“ მათ შორის იყვნენ El Mundo, Voz Populi და AS, თუმცა ყველამ უარით გაისტუმრა.
საბოლოოდ, ჩანაწერებმა გაზეთ El Confidencial-ის მეშვეობით იხილა დღის შუქი.
AS
- 15 ივლისი 2021
- 1 522
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.