ბრაჰიმს ერთი ნაბიჯი აშორებს ახალ კლუბამდე
ბრაჰიმ დიასი თანაგუნდელებთან ერთად „ვალდებებასის“ ბაზაზე იმყოფება და პრე-სეზონის პერიპეტიებშია ჩართული.
გავრცელებული ინფორმაციით, მალაგელი ფეხბურთელის თაობაზე, „რეალმა“ და „მილანმა“ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც უახლოესი საათების განმავლობაში გაოფიციალურდება. შემტევი მოთამაSე კვლავ იტალიაში დაბრუნდება, სადაც შარშანდელი სეზონი იჯარის წესით გაატარა, და ამჯერადაც, მადრიდელებმა აქცენტი მის განათხოვრებაზე გააკეთეს და არა გაყიდვაზე, თუმცა უკვე 2 წლით.
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ ფიქრობენ, რომ ბრაჰიმს დიდი მომავალი აქვს და შესაბამისად, მათ გეგმებში გასხვისების ვარიანტი არ შედის. დიასმა „როსონერის“ რიგებში 7 გოლისა და 4 ასისტის ჩაწერა მოახერხა.
AS
- 15 ივლისი 2021
- 772
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.