ანჩელოტი:„გუნდი ენთუზიაზმით სავსეა“
კარლო ანჩელოტი უკვე 10 დღეა პრე-სეზონის ფარგლებში გუნდს ავარჯიშებს და მომდევნო სეზონისთვის ემზადება.
„მე აქ დავბრუნდი იმისათვის, რომ დავაკმაყოფილო ის სტანდარტი, რაც სამეფო კლუბშია დაწესებული. ჩემთვის დიდი პატივია მადრიდის „რეალის“ გაწვრთნა.“
„ისკო, ნაჩეტე, მარსელო, ვასკესი და სხვები უამრავ ტიტულს ფლობენ, მაგრამ მაინც ინარჩუნებენ ენთუზიაზმსა და შემართებას, ეს კი სწორედ იმ მაისურის დამსახურებაა, რომლის მორგებაც უწევთ.“
„უნდა გავითვალისწინოთ „ბლანკოსის“ ისტორია და არ ვუღალატოთ ტრადიციას. „რეალს“ ყოველთვის ახასიათებდა ინტენსიური თამაში, როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე. საჭიროა ენერგიული ფეხბურთი, რომელიც გულშემატკივარს მოხიბლავს.“
„დავიდ ალაბა სრულფასოვანი ფეხბურთელია, მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ავსტრიელს „ბაიერნის“ მწვრთნელობის დროს ცენტრალურ მცველად ვაყენებდი, თუმცა ფლანგზე თამაშიც შესანიშნავად გამოსდის, ის ძალიან ძლიერი ფიგურაა.“
- 15 ივლისი 2021
- 950
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.