ჯულს კუნდესთვის ბრძოლაში „ჩელსიც“ ჩაერთო
ჯულს კუნდე „რეალის“ რადარზეა, თუმცა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, ფლორენტინო პერესი მის დამატებას არა ამ ზაფხულს, არამედ გაისად აპირებს.
ფრანგმა ფეხბურთელმა „ტოტენჰემის“ შეთავაზება ოფიციალურად დაბლოკა და ეს ქმედება სწორედ „რეალში“ თამაშისადმი დიდ სურვილს დაუკავშირეს.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ახლა ბრძოლაში „ჩელსიც“ ჩაერთო, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონზე მეტის გადახდას გეგმავს. „არისტოკრატები“ აბსოლუტურად ყველა რგოლის გაძლიერებას აპირებენ და თვლიან, რომ კუნდეს ტრანსფერი დაცვის რესურსს მნიშვნელოვნად გაზრდის.
ყოველივე ზემოაღნიშნული „ბლანკოსის“ ამოცანას კიდევ უფრო ართულებს.
- 14 ივლისი 2021
- 742
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.