ანჩელოტი მარიანო დიასის მუშაობით კმაყოფილია
მარიანო დიასი სამეფო კლუბში პრე-სეზონს ნაყოფიერად ატარებს. წინახაზელმა კარლო ანჩელოტის სიმპატიები დაიმსახურა.
მიუხედავად მარიანოს პროგრესისა, „რეალი“ მისი გაყიდვის საკითხს მაინც განიხილავს და გარკვეული თანხის გამომუშავება სურს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ გუნდში დარჩენის შემთხვევაში, ანჩელოტიმ წინახაზელს შესაძლოა მეტი სათამაშო დრო მისცეს.
მარიანოს მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენდა და იჩენს, თუმცა სატრანსფერო თანხაზე საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა.
„მერენგების“ ხელმძღვანელებს თავდამსხმელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურთ.
- 14 ივლისი 2021
- 813
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.