„პსჟ“-ს ოფიციალური სატრანსფერო მიმართვა „რეალს“
ფრანგული გამოცემების ცნობით, „პსჟ“-ს ხელმძღვანელობამ მადრიდის „რეალს“ ოფიციალური სატრანსფერო წინადადებით მიმართა.
პარიზული გრანდი მზად არის, რაფაელ ვარანის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს. საფრანგეთში მიაჩნიათ, რომ ვარანისთვის ეს თანხა საკმარისია, ვინაიდან უკანახაზელს 2022 წლის ზაფხულში „ბლანკოსთან“ კონტრაქტი ეწურება.
აქამდე მთავარი ფავორიტის სტატუსით მანჩესტერ „იუნაიტედი“ სარგებლობდა, თუმცა პარიზელთა გააქტიურების შემდეგ შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს.
ალბათ 2-3 თვის წინ რთულად წარმოსადგენი იყო, რომელიც „რეალის“ დაცვის ორი ლიდერი „პსჟ“-ს რიგებში აღმოჩნდებოდა.
- 14 ივლისი 2021
- 3 539
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.