„ბორუსიას“ გადაწყვეტილება ჰალანდთან დაკავშირებით
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ერლინგ ჰალანდთან დაკავშირებით არა ერთი ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც იცით, სამეფო კლუბი მეტად დაინტერესებულია ნორვეგიელი გოლეადორის შესაძლებლობებით, თუმცა ფლორენტინო პერესი მის ტრანსფერს გაისად გეგმავს. პარალელურად, ფეხბურთელის გადაბირების სურვილს „ჩელსიც“ გამოთქვამს. ლონდონელები მზად არიან სექტემბრამდე ასტრონიმიული თანხა გადაიხადონ ახალგაზრდა თავდამსხმელში.
მიუხედავად აღნიშნული სიტუაციისა, დორტმუნდელები უახლოეს მომავალში ერლინგის გასხვისებას არ აპირებენ: „დიახ, მე ვეცნობი სიახლეების, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ჩვენ გვაქვს გეგმები ჰოლანდთან დაკავშირებით, რომელიც მომდევნო სეზონზეც ვრცელდება. ის „სიგნალ იდუნა პარკზე“ გააგრძელებს ბურთაობას“ - დასძინა სებასტიან კელმა, რომელიც ბორუსიულ კლუბს წარმოადგენს.
DC
- 14 ივლისი 2021
- 1 588
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.