ისკომ ანჩელოტი მოხიბლა
29 წლის ნახევარმცველისთვის მეტად მნიშვნელოვანი პერიოდი დგას კარიერაში.
კარლო ანჩელოტის სამეფო კლუბში მუშაობის პირველ წლებში, ისკო შემადგენლობის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ითვლებოდა. იტალიელი სპეციალისტის განკარგულებაში, ალარკონმა 106-ჯერ მოირგო „რეალის“ მაისური, 17 ჯერ განახორციელა შედეგიანი დარტყმა და 21-ჯერ გაუკეთა საგოლე გადაცემა თანაგუნდელებს.
ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში კი, ყოფილი მალაგელი უფერულად გამოიყურება, რის გამოც მას დაკარგული ჰქონდა ზიდანის ნდობა (წინა სეზონში მხოლოდ 1092 წუთი გაატარა საქმეში, რაც 25 თამაშზე ნაწილდება). ფრანგი რიგ შემთხვევაში ახალგაზრდა მოთამაშეებზე აკეთებდა აქცენტს (არიბასსა და ბლანკოზე), ხოლო ისკო თამაშგარე მდგომარეობაში რჩებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრი იწერება ალარკონის მადრიდიდან გადაბარგების შესახებ, თუმცა ანჩელოტის დაბრუნებამ, შესაძლებელია სიტუაცია 180 გრადუსით შეცვალოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისკო აქტიურად ვარჯიშობდა არდადეგების პერიოდში და „ვალდებებასზეც“ საკმაოდ კარგ კონდიციებში შეუერთდა გუნდს. მთავარი მწვრთნელი კმაყოფილია მისი გარჯით. თავად ფეხბურთელს „რეალში“ სურს კარიერის გაგრძელება და დამრიგებლის გულის მოსაგებად ყველაფერს აკეთებს.
ბოლო სიტყვა კარლო ანჩელოტიზეა. საინტერესოა, მისცემს თუ არა მეორე შანსს ისკოს?!
AS
- 14 ივლისი 2021
- 1 121
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.