პერესის ფარული ჩანაწერი: „ის არის ნეხვის გროვა“
უკვე მეორე დღეა, რაც გაზეთი El Confidential-ი ფლორენტინო პერესთან დაკავშირებით ფარულ აუდიოჩანაწერებს აქვეყნებს. ამჯერად, „რეალის“ პრეზიდენტის 2012 წლის ოქტომბრის საუბარი გახდა საჯარო განხილვის საგანი.
„რონალდუ არის გიჟი. ის არის ნამდვილი იდიოტი და ავადმყოფი. თუ თქვენ ის ნორმალური გგონიათ, ძალიან ცდებით. შეხედეთ, რას აკეთებს. როგორ ფიქრობ, რატომ იქცევა ამგვარად?“
„მენდესს (საფეხბურთო აგენტი) საერთოდ ავტორიტეტი არ აქვს არც მასთან და არც მოურინიოსთან. ეს ინტერვიუებიდანაც კარგად ჩანს. ისინი საშინელი ეგოთი გამოირჩევიან და რეალობას ვერ აღიქვამენ. მიდგომები რომ შეცვალონ, გაცილებით მეტი ფულის გამომუშავებას შეძლებენ. ამასთანავე, ხალხს არ მოსწონს ის იმიჯი, რომელიც მათ აქვთ.“
„კოენტრაუ კიდევ ერთი უჭკუო ადამიანია. არსებული მომენტისათვის ის არის ნეხვი, მოურინიო კი იდიოტია. მას არ უნდა ფეხბურთის თამაში. ამავდროულად, მანქანას მართვის მოწმობის გარეშე ატარებს. ზეწოლამ კი საერთოდ გააგიჟა.“
MARCA
- 14 ივლისი 2021
- 2 931
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.