ფრან გარსია: „ეს განშორება დროებითია“
როგორც იცით, „რეალის“ აკადემიის აღზრდილი ფრან გარსია „რაიო ვალეკანოში" გადაბარგდა.
ახალგაზრდა მარცხენა მცველმა სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა გულშემატკივრებს: „ბევრი მიზეზის გამო არ გემშვიდობებით, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი დროებითია. „რეალმა“ მომცა ყველაფერი, რისთვისაც მადლიერი ვარ. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მწვრთნელებს, მენეჯერებსა და დელეგატებს. ამასთანავე მინდა ცალკე გამოვყო სამედიცინო პერსონალი. რომ არა მათი თავდაუზოგავი ძალისხმევა ტრავმიანობის ჟამს, ჩემი მიზნები მიუღწეველი იქნებოდა. მე უმაღლეს დივიზიონში ვიასპარეზებ, რაც ძალიან მახარებს.“
ფრან გარსიას აღმოჩენა სანტიაგო სოლარის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ არგენტინელმა დამრიგებელმა მისცა მას პირველ გუნდში დებიუტის საშუალება.
AS
- 14 ივლისი 2021
- 517
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.