ასენსიო და ბეილი კონფლიქტის ზღვარზე
ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღების შემდეგ, გარეთ ბეილი კუთვნილი შვებულებით სარგებლობს, ხოლო მარკო ასენსიო ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების განკარგულებაში იმყოფება და მომავალი თამაშებისთვის ემზადება.
ესპანეთში ვარაუდობენ, რომ დიდი ალბათობით, ესპანელი და უელსელი მოთამაშეები კონფლიქტს ვერ აირიდებენ თავიდან. საქმე ეხება სათამაშო ნომერს.
როგორც იცით, განვლილი სეზონი ბეილმა „ტოტენჰემის“ რიგებში გაატარა იჯარის საფუძველზე. მის მიერ კლუბში დატოვებული 11 ნომრიანი მაისური კი ასენსიომ მოირგო, რომელიც ტოკიოს ტურნირის დასრულებისთანავე მადრიდში დაბრუნდება და თანაგუნდელებთან ერთად შეუდგება წინასასეზონო მომზადების პროცესს. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი ნახევარმცველი გარეთისთვის არ აპირების „თერთეტიანის“ დაბრუნებას. თავის მხრივ, არც ბრიტანელის სურვილია „რეალის“ უნიფორმაზე სხვა ციფრები დაიწეროს.
მაშასადამე, ამ მიმართულებითაც, საკმაოდ ცხელი ზაფხული იქნება მადრიდში.
DC
- 14 ივლისი 2021
- 1 185
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.