Sky - ერლინგ ჰოლანდს „რეალთან“ წინასწარი შეთანხმება აქვს
Sky-ს ცნობით, მადრიდის „რეალსა“ და ერლინგ ჰონალდს შორის წინასწარი შეთანხმება არსებობს, სწორედ აქედან გამომდინარე, ფლორენტინო პერესი სიმშვიდეს ინარჩუნებს და ლონდონის „ჩელსის“ აქტივობას დიდ ყურადღებას არ აქცევს.
მადრიდის „რეალი“ ნორვეგიელ თავდამსხმელს დაპირდა, რომ 2022 წელს აუცილებლად დაიმატებს და მას საკმაოდ მისაღებ სახელფასო პირობებსაც შესთავაზებს.
ფლორენტინო პერესი დარწმუნებულია, რომ 2022 წლის ზაფხულამდე „რეალის“ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და კლუბი დიდი აქტივობების განხორციელებას შეძლებს.
1 წელიწადში ძალაში შევა „დორტმუნდის“ და ჰოლანდის კონტრაქტის მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ნორვეგიელის ფასს კონკრეტულად 75 მილიონ ევროდ განსაზღვრავს.
- 13 ივლისი 2021
- 1 387
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.