რამოსი: „მბაპემ „რეალში“ უნდა ითამაშოს, თუმცა...“
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა კაპიტანმა სერხიო რამოსმა, საინტერესო და აქტუალურ თემებზე ისაუბრა.
„სამეფო კლუბში არა ერთი შესანიშნავი წელი გავატარე და ყოველთვის სევდიანი იმ ადგილის დატოვება, რომელმაც ძალიან ბევრი მოგცა, მაგრამ მე გადმოვედი ბრწყინვალე გუნდში, სადაც უკვე ვცდილობ ინტეგრირებას. თავს ბედნიერად ვგრძნობ. მიყვარს გამოწვევები და ჩემი სურვილია, რომ გამარჯვების სერია გავაგრძელო. ვფიქრობ, სწორ ლოკაციაზე მოვხვდი.“
„ამ მომენტში ნამდვილად არ ვფიქრობ „რეალთან“ დაპირისპირებაზე. მინდა, მაღალ დონეზე ვიასპარეზო პარიზის შემადგენლობაში. იმედია, კარგი სეზონი გვექნება. ვნახოთ, როგორ განვითარება მოვლენები.“
„წარსულისთვის ცქერა ყოველთვის არის შეცდომა, მე თავგადასავლების მაძიებელი ვარ. პრიორიტეტი იყო დიდ გუნდში გადასვლა და ფრანგების ქმედება გადამწყვეტი გამოდგა. ჩემი აზრით, კომფორტის ზონის დატოვება კარგია ნებისმიერი ადამიანისათვის. მოხარული ვარ გადადგმული ნაბიჯით.“
„მე ვერ გეტყვით რას გეგმავს მბაპე და ცხადია, ამაზე საუბარს საჯაროდ არ ვაპირებ. შესაძლებელია, პირად საუბარში მივცე მას რჩევა. რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, რომ კილიანმა „პსჟ“-ში გააგრძელოს კარირერა, ვინაიდან მიყვარს საუკეთესოების გვერდით ბურთაობა. გადაწყვეტილებას იღებს თავად ფეხბურთელი. ის საკმაოდ ახალგაზრდაა და ძლიერ კლუბში გამოდის.“
„ფლორენტინოს ირგვლივ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.“
„„ბლანკოსი“ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ალბათ, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მბაპემ უნდა მოსინჯოს ძალები მადრიდულ გუნდში, თუმცა ახლა ყველას სურვილია, რომ ის საფრაგეთში დარჩეს.“
„„რეალის“ კარში გატანილ გოლს არ აღვნიშნავ და არც გამარჯვებას. ეს კლუბი ჩემს გულშია და სათანადო პატივისცემას იმსახურებს. რა თქმა უნდა, ქომაგებს ზიანს ვერ მივაყენებ.“
MARCA
- 13 ივლისი 2021
- 3 416
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.