მორიგი ჩანაწერი - „კასილიასი ნამდვილი მარიონეტია“
El Confidencial-მა ფლორენტინო პერესის მორიგი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც პრეზიდენტი მკაცრად აკრტიტიკებს იკერ კასილიასს.
„ნათელია, რომ სხვა მეკარე უკეთესია კასილიასზე. მას ძალიან კარგად ვიცნობ. ის არის ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია... ეს ყველაფერი კარგად ჩანს, როდესაც მას ეძაბება ურთიერთობა მეგობარ გოგონასთან. ის უბრალოდ პატარა ბავშვივითაა, მარიონეტივით იქცევა.“
„ხალხს ჰგონია, რომ მე იკერი არ მომწონს. სიმართლე კი სხვა რამეში მდგომარეობს. ჩემი აზრით, კასილიასი გახდება ნომერ პირველი, თუ მოუმატებს. ალბათ, გახსოვთ, პრიმერას მატჩში „ბარსელონასთან“ 4-2 მოგება. მატჩამდე წინა ვარჯიშზე მან დააგვიანა და არ გაუმართლა, იქ რომ დავხვდი. მან არგუმენტად მოიყვანა მეგობარ გოგონასთან უთანხმოება - ეს სასაცილოა. “
„და ეს გოგო (საუბარია სარა კარბონეროზე)... არ მჯერა მისი, ვინაიდან ყველაფერზე წამსვლელია ცნობადობის ამაღლებისთვის. ეს დეიდა ფიქრობს, რომ მსახიობია.“
როგორც იცით, ფლორენტინო პერესმა უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით.
MARCA
- 13 ივლისი 2021
- 3 492
- 4