ვინ იქნება „რეალის“ მესამე მეკარე?
დიეგო ალტუბეს „ფუენლაბრადაში“ განათხოვრების შემდეგ, შემადგენლობის მესამე მეკარის ადგილი ვაკანტურია.
თავისუფალი პოზიციის შესავსებად, კასტილიელი კარის დარაჯები - ტონი ფუიდიასი და ლუის ლოპესი იბრძვიან, რომლებიც ამ მომენტისათვის, ანჩელოტის განკარგულებაში არიან და უფროს მადრიდელებთან ერთად ატარებენ წინასასეზონო მომზადების პერიოდს. მათ შესაძლებლობებს ხშირად იყენებდა ზინედინ ზიდანიც. ფრანგი დამრიგებელი ძირითადათ სავარჯიშო სესიაში ჩართვის საშუალებას აძლევდა ფეხბურთელებს.
განვლილ სეზონში, ფუიდიასმა რაულის ფორმაციის გუნდში 16 შეხვედრა ჩაატარა (სეზონის მეორე ნახევარი), ხოლო ლოპესმა 7 ასპარეზობაში მიიღო მონაწილეობა. შეიძლება ითქვას, ტონის უფრო დიდ ნდობას უცხადებდა ლეგენდარული „ელ კაპიტანო,“ თუმცა საპირისპიროდ, ლუისი ორჯერ მოხვდა „რეალის“ მთავარ განაცხადში - „ბარსელონასა“ და „ლეგანესის“ წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ 2019/2019 წლების სეზონში, ისინი „ხუვენილ ა“-ს რიგებში ირჯებოდნენ, როდესაც გუნდმა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მიაღწია წარმატებას. მაშინ, ფუიდიასმა მერვედ და ნახევარფინალებში ითამაშა, ხოლო ლოპესმა მეოთხედფინალსა და ფინალში. ამ უკანასკნელმა გადამწყვეტი პენალტის მოგერიებაც კი შეძლო.
საბოლოო სიტყვა ლუის ლოპისზე იქნება. ის მეკარეების მწვრთნელია და სამეფო კლუბში ანჩელოტისთან ერთად დაბრუნდა.
MARCA
- 13 ივლისი 2021
- 778
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.