ერთი ნაბიჯი და ლაუტარო მარტინესი „რეალის“ ფეხბურთელია!
იტალიური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს ლაუტარო მარტინესის შეძენასთან ერთი ნაბიჯი აშორებს...
იმ შემთხვევაში, თუ „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა მილანის „ინტერს“ 55 მილიონ ევროს გადაუხადის, ხოლო ლაუტაროს ხელფასს 5.5 მილიონ ევროს განუსაზღვრავს, შეთანხმება სავსებით შესაძლებელია. აღნიშნული ხელფასი კოლოსალური ნამდვილად არ არის და მადრიდელებს დაფიქრება მართებთ.
CalcioMercato-ს ინფორმაციით, არგენტინელი ფორვარდის მიმართ ინტერესს „ატლეტიკოც“ იჩენს და მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს, თუმცა თავად ფეხბურთელს ანჩელოტის გუნდში თამაშის პერსპექტივა უფრო ხიბლავს.
„ინტერს“ სერიოზული ფინანსური კრიზისი აქვს, სწორედ აქედან გამომდინარე, გუნდის ლიდერების გაყიდვა უწევს.
- 13 ივლისი 2021
- 2 767
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.