Sky Sports - „რეალმა“ „მანჩესტერს“ თანხმობა მისცა
როგორ ჩანს, უახლოეს მომავალში რაფაელ ვარანის სატრანსფერო საგა დასასრულს მიუახლოვდება.
Sky Sports-ის ცნობით, სამეფო კლუბმა თანხმობა მისცა „მანჩესტერ იუნაიტედს,“ რომ ფრანგ მცველთან აწარმოოს მოლაპარაკებები. თუ მხარეები კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდებიან, შემდეგ „წითელი ეშმაკები“ უშუალოდ „რეალთან“ დაამყარებენ კომუნიკაციას და ფეხბურთელის გამოსასყიდ ფასთან დაკავშირებით ვაჭრობას გამართავენ.
„წითლებს“ არ უნდათ 2015 წლის სიტუაცია განმეორდეს, როდესაც სერხიო რამოსი „ბლანკოსთან“ სასურველი პირობების მოსაპოვებლად ესაუბრებოდა ინგლისელებს, თითქოს „ნისლიან ალბიონზე“ სურდა კარიერის გაგრძელება.
ვარანს გაისად ეწურება ესპანეთის დედაქალაქში ყოფნის ვადა. მას „რეალის“ რიგების დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
Sky Sports
- 12 ივლისი 2021
- 1 095
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.