ლევანდოვსკი „რეალს“ ელოდება
მადრიდის „რეალის“ მაისურის მორგება, ჯერ კიდევ ლევანდოვსკის ოცნებას წარმოადგენს.
32 წლის პოლონელ თავდამსხმელს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი უდგას კარიერაში. მისი ფიზიკური კონდიციები უბრალოდ შეუდარებელია, რაც სტატისტიკაზეც მეტყველებს. განვლილ სეზონში, რობერტმა 40 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე, 47 მატჩში 55 შედეგიანი დარტყმა განახორციელა.
გოლეადორს მიუნხენურ კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდე აქვს დაკავშირებული მომავალი. მან „რეკორდმაისტერის“ რიგებში ყველაფერი მოიგო და უკვე ადგილსამყოფელის შეცვლაზეც ფიქრობს. „ბაერნშიც“ კარგად მოეხსენებათ, რომ ახლა თუ არა, გაისად აუცილებლად მოითხოვს ფეხბურთელი კონტრაქტის გაწყვეტას და შესაბამისად, მისი შეცმვლელის ძიებაში არიან.
სამეფო კლუბში კი მთლიან ყურადღებას მბაპეს ტრანსფერს უთმობენ, ხოლო „ცხრიანი“ მათ ობიექტივში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჰალანდთან დაკავშირებული გეგმა ჩავარდება (მიმდინარე ზაფხულს კილიანი, მომავალ ზაფხულს ერლინგი). არადა, 2014 წელს, რობერტი ახლოს იყო „რეალში“ გადასვლასთან, თუმცა ბოლო მომენტში, ფლორენტინო პერესმა აზრი შეიცვალა.
საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ, ფაქტია, ლევანდოვსკი „რეალის“ ზარს ელოდება.
AS
- 12 ივლისი 2021
- 1 232
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.