როდის დაბრუნდებიან ფეხბურთელები მადრიდში?
მადრიდის „რეალმა“ 5 ივლისს დაიწყო წინასასეზონო მომზადების პროცესი.
გამომდინარე იქედან, რომ სამეფო კლუბის ფეხბურთელები სანაკრებო ბატალიებში (ევროპის ჩემპიონატი და კოპა ამერიკა) იყვნენ ჩართულნი, ანჩელოტის განახევრებულ შემადგენლობასთან უწევს მუშაობა.
როგორც ცნობილია, მადრიდელები 19 ივლიდიდან, პერიოდულად, დაბრუნდებიან „ვალდებებასზე.“ თავდაპირველად, ბეილი, ალაბა, მოდრიჩი, ვარანი, ბენზემა და კროოსი ჩაფრინდებიან ესპანეთის დედაქალაქში. მათ შემდეგ შეუერთდებიან აზარი, კურტუა და ვალვერდე, ხოლო ყველაზე ბოლოს, მილიტაო, ვინისიუსი და კაზემირო, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ფინალური მატჩი დათმეს არგენტინასთან.
გეგმის მიხედვით, 2 აგვისტოს, იტალიელი სპეციალისტის განკარგულებაში ყველა შეგირდმა უნდა მოიყაროს თავი, გარდა ოლიმპიურ თამაშებზე მოასპარეზეებისა (ასენსიო, ვალეხო, სებალიოსი და კუბო). შესაბამისად, პრიმერა დივიზიონის დაწყებამდე 2 კვირით ადრე, ანჩელოტის უკვე ეყოლება ძირითადი ბირთვი და გუნდი სრულფასოვან რეჟიმზე გადაერთვება.
AS
- 12 ივლისი 2021
- 650
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.