ABC - „რეალისა“ და კარვახალის ახალი შეთანხმება
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ მომდევნო სეზონის დაგეგმვის პროცესი მიმდინარეობს.
გაზეთ ABC-ის ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში, დანიელ კარვახალი ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ზაფხულამდე დაუკავშირებს მომავალს მადრიდის „რეალს.“ ესპანელ განაპირა მცველს გაისად ეწურება მოქმედი კონტრაქტი „ბლანკოსთან“ და ბუნებრივია, კლუბის გეგმებში მისი გასხვისება არ შედის.
კარვახალი სამეფო გუნდის ბოლო წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ფეხბურთელია. მართალია, ტრავმების გადამკიდე განვლილი სეზონის უფერული გამოდგა მისთვის, თუმცა ახლა აქტიუროდ მუშაობას, რათა მომდევნო კამპანიაში თავისი წვლილი შეიტანოს ანჩელოტის ფორმაციის „რეალის“ წარმატებაში.
შეგახსენებთ, რომ ფლორენტინო პერესმა უკვე განაახლა შეთანხმება ვაკსესსა და ნაჩოსთან. დიდი ალბათობით, კარვახალთან ერთად, კარიმ ბენზემასაც შეთავაზებენ მადრიდული კარიერის გახანგრძლივებას.
DC
- 12 ივლისი 2021
- 649
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.