ჰიონესმა კროოსს გადაუარა
ლოთაღ მათეუსის შემდეგ, ტონი კროოსის ული ჰიონესმა გააკრიტიკა.
„მე მომწონს კროოსი, მის სახელს არა ერთი მსოფლიო დონის წარმოდგენა უკავშირდება და განსაკუთრებით დიდებულად გამოიყურებოდა „ბაიერნში,“ თუმცა ვფიქრობ, მისი თამაშის სტილი მოძველებულია.“
„შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ფეხბურთში ტონის ჰორიზონტალური გადაცემების ადგილი აღარ არის. ახლა ვერტიკალური ბურთაობის ჟამია, მოთამაშე იღებს ბურთს და სისწრაფით გარბის წინ.“
„ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა ინგლისელებთან დაპირისპირებაში, როდესაც 1-0 ვაგებდით, კროოსი კი იდგა.“
„ევროპის ჩემპიონატზე საწყისი 2 თამაში წარმატებით ჩავატარეთ და ეს იმიტომ, რომ უკანახაზში 4 მოთამაშე გვყავდა. შემდეგ ლიოვი 3 მცველიან ტაქტიკაზე გადაერთო, რათა „რვიანი“ მეტად ჩაერთო, რაც შეცდომა იყო. რომ არა მოვლენების ესეთი განვითრება, ნაკრები სხვა პოზიშიაში იქნებოდა.“
თავის მხრივ, ტონი კროოსი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა ჰიონესის კრიტიკას. მან თავისი პატივისცემა დაადასტურა ულის მიმართ და აღნიშნა, რომ დისკუშიაში შესვლას არ აპირებს.
MARCA
- 12 ივლისი 2021
- 2 377
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.